ახალი ამბები

დატვირთულმა მუშაობამ ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია და რეაბილიტაცია დამჭირდა – გვენეტაძე

10 მაისი, 2019 •
დატვირთულმა მუშაობამ ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია და რეაბილიტაცია დამჭირდა – გვენეტაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას კვლავ ჯანმრთელობის მდგომაროებით ხსნის.

ნინო გვენეტაძე არ იზიარებს შეფასებებს მისი “საეჭვო გაუჩინარების” თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძეს და და ჯანეზაშვილს არ სჯერათ, რომ გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. სახალხო დამცველმა კი პარლამენტს მოუწოდა, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხით დაინტერესდეს.

“დატვირთულმა მუშაობამ, ჩემი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ჩემს ჯანმრთელობაზე რეალურად იქონია სერიოზული გავლენა, რასაც დასჭირდა რეაბილიტაცია”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ “ქრონიკასთან” საუბარში.

გვენეტაძე ამბობს, რომ [საბჭოს შიგნით] ხშირად ჰქონიათ განსხვავებული პოზიციები რეფორმებთან დაკავშირებით და შეუთანხმებელი წინადადებები.

გვენეტაძე თავს იკავებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისგან.

“პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კანდიდატები მაშინ წარდგნენ იუსტიციის საბჭოდან, როცა მე უკვე უზენაეს სასამართლოში აღარ ვიყავი… [ახალი] სია შეიქმნება ახალი კანონმდებლობის შესაბამისად და განხილული იქნება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ისე პარლამენტის მიერ. ამიტომ ამ ორ უწყებას მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. მე წარმატებას ვუსურვებ ქართულ მართლმსაჯულებას. მინდა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და ობიექტური მართლმსაჯულების განხორიცელებისთვის არის საჭირო და ვიმედოვნებ, ასეც იქნება სამომავალოდ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძე თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობას დღეს შეუდგა.

ამავე თემაზე:

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი