ნინო გვენეტაძე თსუ-ის პრორექტორი გახდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. თსუ-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, ორი ახალი მოადგილე ჰყავს, მათ შორის ერთი ნინო გვენეტაძეა.

ნინო გვენეტაძე 2015 – 2018 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლო მან 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია “ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ”

რაც შეეხება მეორე მოადგილეს, თსუ-ის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ნინო ოკრიბელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1997 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობაას და წლებია მედიცინის ფაკულტეტზე ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტმანეტს ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე:

დოლიძეს და ჯანეზაშვილს არ სჯერათ, რომ გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან