ახალი ამბები

რა ვიცით GOT-ის პრიქველზე, რომელსაც HBO გადაიღებს

7 მაისი, 2019 •
რა ვიცით GOT-ის პრიქველზე, რომელსაც HBO გადაიღებს

“სამეფო კარის თამაშები” დასასრულს უახლოვდება, თუმცა შოუს შემქმნელები იმავე სამყაროს შესახებ პრიქველის შექმნაზე უკვე მუშაობენ. პროექტს სახელი ამ დრომდე არ აქვს, თუმცა, როგორც Bazaar წერს, სერიალს შესაძლოა “გრძელი ღამე” დაერქვას.

როგორც “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” ავტორი ჯორჯ მარტინი ამბობს, სერიალის გადაღება, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება და ეკრანებზე “სამეფო კარის თამაშების” პრიქველს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ.

რაზე იქნება სერიალი

სიუჟეტი “სამეფო კარის თამაშებში” მიმდინარე მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე განვითარდება და ასახავს ვესტეროსის ისტორიის შემაძრწუნებელი საიდუმლოებისა და თეთრი მოსიარულეების წარმოშობის ისტორიას. ჯორჯ მარტინის თქმით, პრიქველში “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟები არ გამოჩნდებიან და სერიალი მათი წინაპრების ისტორიებს აღბეჭდავს.

მისი თქმით, ახალი სერიალის ვესტეროსი წინამორბედისგან კარდინალურად განსხვავდება. მასში არ იქნება არც მეფის სავანე და არც რკინის ტახტი. პრიქველში ვერც ტარგარიანების წინაპრებს ვიხილავთ.

ვინ მიიღებს მონაწილეობას

მსახიობებს შორის, რომლების სერიალში ითამაშებენ, არიან მირანდა რიჩარდსონი, ჯონ სიმი, ჯონ ჰეფერნანი, ნაომი ვოტსი, ჯოშ ვაითჰაუსი, ნაომი ეკი, დენის გოუ, ჯეიმი კემპბელ ბოუერი, შეილა ეტიმი, ივანო ჯერემი, ჯორჯ ჰენლი, ალექს შარფი და ტობი რეგბო. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის განასახიერებენ მსახიობები, რომლებიც როლებზე დაამტკიცეს.

ვინ მუშაობს სერიალის გადაღებაზე

რაც შეეხება შოუს შემქმნელებს, აღმასრულებელი პროდუსერიები თავად ჯორჯ მარტინი და ჯეინ ჰოლდმანი იქნებიან. სერიალის საპილოტე ეპიზოდის სცენარზე სიჯეი კლარკსონი იმუშავებს, რომელიც მუშაობდა სერიალებზე, “მცველები” და “ჯესიკა ჯონსი”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი