ახალი ამბები

GOT-ის ბოლო სერიას შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

14 მაისი, 2019 • 1539
GOT-ის ბოლო სერიას შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის მეხუთე სერიას, რომლის პრემიერაც 12 მაისს შედგა, ამ დროისთვის შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ამ დროისთვის ეპიზოდის რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე არის 49%.

ამავე პლატფორმაზე ვკითხულობთ, რომ ფანების მოსაზრებით, შოუს ავტორებს დრო არ ეყოთ კომპლექსური სიუჟეტის გადმოსაცემად. შოუს მაყურებლებს ასევე არ მოეწონათ ხოცვა-ჟლეტა და ნგრევა, რომელიც სერიალის ამ ეპიზოდში ვიხილეთ.

Rotten Tomatoes-ზე სერიალის მერვე სეზონს რეიტინგი არის 73%, თავად სერიალის რეიტინგი კი 91%-ს შეადგენს. შედარებისთვის, სერიალის მეშვიდე სეზონის რეიტინგი ამავე საიტის მიხედვით 93%-ია.

სამეფო კარის თამაშების ფინალური სერია თბილისის დროით 20 მაისს, დილის 5 საათზე გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი