ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“როგორც ჩანს, საქმე არის რეზონანსული. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს. ხუთი მაღალჩინოსანი იქნა დაკავებული. რა თქმა უნდა, მე ამის თაობაზე უფლება არ მაქვს, რომ საზოგადოებას არ განვუმარტო, თუ რა ინფორმაციას ვფლობ, როგორც პრემიერ–მინისტრი და როგორც მთავრობის მეთაური, რომლის წევრიც არის ირაკლი ალასანია. მიმაჩნია, რომ ჩვენ მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. ის ინფორმაცია, რაც მე მივიღე პროკურატურისგან, იქ არის სერიოზული კითხვები. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე.”
ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომხდარი ამბავს სულ სხვა რეზონანსი ჰქონდა:
“რაც შეეხება დავით კირვალიძის გადადგომას, ის დელიკატურად მოიქცა. მის საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვები. ჩემი ინფორმაციით, ეს საქმე აღარ განვითარდა და დასრულდა. დანაშაული იქნა პრევენტირებული და აღკვეთილი. მძიმე საქმეა და მეც განვიცადე და განვიცდი ამ საქმეს. ბუნებრივია, ამ საქმეს ასე ვერ შეხვდები, როცა საქმე ეხება ჩემი მთავრობის მთავარი მინისტრის უწყებას და იქ აგორებულ სკანდალს – შესაძლო კორუფციულ საქმეს. მეც ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტოლება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ. მეც ვაპირებ საუბარს და თვითონაც განმარტავს, რასთან გვაქვს საქმე. თუ ეს დანაშაული დამტკიცდება, მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს სამინისტროს მაღალჩინოსნების.”
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.








