ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ივანიშვილი არასოდეს აკრიტიკებს ადამიანებს უსამართლოდ

31 ოქტომბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: ივანიშვილი არასოდეს აკრიტიკებს ადამიანებს უსამართლოდ

ეს განცახდება  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” ბიძინა ივანიშვილისა და მინისტრების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განცახდებით, მინისტრების უმრავლესობამ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა პრეზიდენტთან დაკავშირებით გაიზიარა და მათთვის მწვანე შუქის ანთება არაფერ შუაშია.

 

“არ ვეთანხმები აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მინისტრებისთვის მწვანე შუქი იყო ანთებული, რომ მარგველაშვილი ღიად ეკრიტიკებინათ. მინისტრებს აქვთ საკუთარი მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილი არასდროს აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ. მე არ მახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ადამიანი გაეკრიტიკებინოს უსამართლოდ. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი სამართლიანად აკრიტიკებს ამა თუ იმ პიროვნებას, იქნება ეს ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, მარგველაშვილი თუ სხვა, ადამიანის არჩევანია, გაიზიაროს თუ არა ეს კრიტიკა. მინისტრების უმრავლესობამ გაიზიარა ეს აზრი, რაც ნორმალურია. აქ არაფერ შუაშია მწვანე შუქის ანთება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმედგაცრუების შესახებ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა: 

 

“გარკვეული იმედგაცრუება მე მივიღე, პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი