ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა მიმართავს უმრავლესობას, რომ არ დაძლიონ ვეტო

31 ოქტომბერი, 2014 • • 958
საპარლამენტო უმცირესობა მიმართავს უმრავლესობას, რომ არ დაძლიონ ვეტო

“ამ კანონის მიღებას ვეწინააღმდეგებოდით, ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად სრული შემადგენლობით. ამიტომ მიმაჩნია, რომ გადსაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა, არის სწორი, პრინციპული და გამართლებული. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს რჩება ორი გზა, უმრავლესობა შეეცდება ხმების მექანიკურ მოგროვებას, ხელების გადაგრეხვით გადალახოს პრეზიდენტის ვეტო, დააბრუნოს მოვლენები ისე, როგორც იყო. ან მეორე: ყველა ერთად გავიაზრებთ შექმნილი სიტუაციის სირთულეს. დავსხდებით და შეთანხმების გზით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესს.”

 

დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ წავიდეს პირველი გზით:

 

“მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, არ წავიდეს პირველი გზით, არ წავიდეს ხმების მოგროვების და ვეტოს გადალახვის გზით, ვინაიდან ამ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ უკანონო მოსმენებზე, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, დავსხდეთ  და ვიმუშავოთ იმაზე, რომ  ერთხელ და სამუდამოდ დაესვას უკანონო მოსმენებს წერტილი.”  

 

ბაქრაძის განცხადებით, მოსმენების საკითხზე ის თავადაც გრძნობს პასუხისმგებლობას: “როგორც იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას სრულიად სამართლიანად ჰქონდა პრეტენზია  უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, მე სრულად ვაცნობიერებ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს უკანონო მოსმენები და თვალვალი. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და არ წავიდეს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის გზით. ჩვენ მთლიანდ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო სექტორს.  მთავარია, პარლამენტი წავიდეს ვეტოს მიღების გზით.”  

 

30 ოქტომბერს პარლამენტმა 65 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ე.წ. გასაღები შსს-ში 28 თებერვლამდე დარჩება, ხოლო დღეს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს შეთავაზა ამ ვადის მხოლოდ 1 დეკემბრამდე გადაწევა, ნაცვლად 1 ნოემბრისა, რასაც აქამდე არსებული კანონი ითვალისწინებდა.

 

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი