ახალი ამბები

დავითგარეჯაში მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს ქმნიან[LIVE]

5 მაისი, 2019 • 2465
დავითგარეჯაში მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს ქმნიან[LIVE]

დავით გარეჯაში, აღდგომის ტაძართან (უდაბნოს მონასტერთან) ათეულობით ადამიანია შეკრებილი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვო საკითხთან დაკავშირებით.

ისინი ითხოვენ, აღარ შეეზღუდოთ საქართველოს მოქალაქეებს მონასტრის იმ მონაკვეთზე გადაადგილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი.

ადგილზე იმყეფობენიან ახლომდებარე სოფელ უდაბნოს მცხოვრებლები, მოქალაქეები თბილისიდან და საგარეჯოდან, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლები. აქ იმყოფებოდნენ მორაგბეებიც, თუმცა მალე დატოვეს ტერიტორია.

აქციაზე არ იმყოფებიან სასულიერო პირები.

მესაზღვრეები დავით გარეჯის ტერიტორიაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია აქცია დავით გარეჯში. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია აქცია დავით გარეჯში. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია აქცია დავით გარეჯში. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია აქცია დავით გარეჯში. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია აქცია დავით გარეჯში. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი, რომელმაც თქვა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველების გადაადგილების კუთხით შექმნილი “პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია”.

საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის ზუსტად დადგენილი საზღვარი არ არსებობს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სწორედ საზღვართან მდებარეობს და მის ნაწილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი