ახალი ამბები

გახსნილია თელავის უნივერსიტეტის ეზოში მომხდარი დაჭრის ფაქტი – შსს

5 მაისი, 2019 • 1763
გახსნილია თელავის უნივერსიტეტის ეზოში მომხდარი დაჭრის ფაქტი – შსს

პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

შსს-ს თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1997 წელს დაბადებულმა  პირმა თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1995 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენისლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს”, – აცხადებს სამინისტრო.

უწყების თანახმად, დაკავებულის ჩხრეკისას პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი