ახალი ამბები

პრეზიდენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს ხელი მოაწერა

2 მაისი, 2019 • 1102
პრეზიდენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა.

“პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ, პირველ მაისს მესამე მოსმენით მიიღო. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტს მოუწოდა, კანონპროექტისთვის ვეტო დაედო.

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს – ლევან ბოძაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი