ახალი ამბები

პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნაზე კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცა, ბესელიასი – ჩააგდო

1 მაისი, 2019 • 1014
პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნაზე კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცა, ბესელიასი – ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები კი პირველი მოსმენით ჩააგდო.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 33-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

13 დეპუტატის მიერ მოზადებულმა კანონპროექტმა მხოლოდ 29 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 8-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება, რომელიც ორგანულ კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი