ნეტგაზეთი | ბახტაძე: ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით ბახტაძე: ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით – Netgazeti
RU | GE  

ბახტაძე: ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით

„ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომლებიც გაბედულად იბრძვიან დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.

კადრებში, რომლებსაც  ვენესუელის ტელევიზია ავრცელებს, ჩანს, როგორ გადაუარა ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

მასობრივი გამოსვლები ვენესუელაში მას შემდეგ განახლდა, რაც 30 აპრილს ოპოზიციის ლიდერმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო. ხუან გუაიდომ მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამხედროები „დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ.

ვენესუელა: ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა

გუაიდო,  რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა, დროებით პრეზიდენტად აღიარა ევროპარლამენტმა.  პირველი ქვეყანა კი, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.  გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს.

მადუროსადმი ამ დრომდე ლოიალური რჩებოდა ქვეყნის არმია, თუმცა 30 აპრილს გავრცელებულ ვიდეოში სამხედროების გარემოცვაშია და ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს მოუწოდებს, კონსტიტუციის და თავისუფლების მხარეს დადგნენ.

ვენესუელა: გუაიდო სამხედროების გარემოცვაში ბრძოლის ფინალურ ფაზაზე საუბრობს

ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმური – ბახტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com