ახალი ამბები

ვენესუელა: ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა [video]

30 აპრილი, 2019 • 3669
ვენესუელა: ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა [video]

უკიდურესად დაიძაბა ვითარება ვენესუელაში მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

კადრებში, რომლებსაც  ვენესუელის ტელევიზია ავრცელებს,   ჩანს, როგორ გადაუარა ეროვნული გვარდიის ჯავშანტექიკამ მომიტინგეებს.

გაფრთხილება: ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს

ვენესუელაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მასობრივი გამოსვლები ვენესუელაში მას შემდეგ განახლდა, რაც 30 აპრილს ოპოზიციის ლიდერმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო. ხუან გუაიდომ მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამხედროები “დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ.

გუაიდომ ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად აღიარა ევროპარლამენტმა.  პირველი ქვეყანა კი, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.  გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს.

დღესვე გუაიდოს ელჩმა შეერთებულ შტატებში პრესკონფერენცია გამართა ვაშინგტონში და განაცხადა, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია”.

“ეს არის ოპერაცია, რომელიც ახლა დაიწყო და თქვენ ნახავთ სხვა მოვლენებს საათების და დღეების განმავლობაში. ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ესაა კონსტიტუციური კრიზისი, რომელსაც მართავს ვენესუელელი ხალხი”, – განაცხადა მან და მოქმედ ნიკოლას მადუროსაც მიმართა: 

“თქვენი დრო წავიდა. ვენესუელა მზადაა ცვლილებებისთვის, თქვენ უნდა მისცეთ ვენესუელელ ხალხს დემოკრატიული სისტემის შექმნის შესაძლებლომა. ვერავინ შეაჩერებს ამ პროცესს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი