ახალი ამბები

დავით გარეჯში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა – საგარეო

26 აპრილი, 2019 • 1717
დავით გარეჯში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.

უწყებაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია. მათივე თქმით, საქართველოსა და აზერბაინაჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა სატელეფონო ზარიც. რაც შეეხება სხვა დეტალებს, სამინისტროში ამბობენ, რომ საზღვართან დაკავშირებული საკითხები განიხილება სპეციალური კომისიის ფარგლებში, რომელიც ახლო მომავალში დაკომპლექტდება და, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ იქნება ცნობილი.

უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი, რომელმაც თქვა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველების გადაადგილების კუთხით შექმნილი “პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია”.

რა ხდება დავით-გარეჯის მონასტერთან? – საგარეო უწყების განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი