ახალი ამბები

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

25 აპრილი, 2019 • 1938
ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, სენატორი ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებს. ამის შესახებ ბაიდენმა დღეს, 25 აპრილს ოფიციალურად განაცხადა.

76 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატორი ექვსჯერ გახდა. ის საპრეზიდენტო არჩევნებში 1998 და 2008 წლებშიც მონაწილეობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ჯო ბაიდენს ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა.

დღეს გავრცელებულ პირველ საიმიჯო რგოლში ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ნეონაცისტური ჯგუფების გაძლიერებას. მისი თქმით, ასეთი ჯგუფების გაძლიერება დემოკრატიასა და მთლიანად ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

“თუ ჩვენ დონალდ ტრამპს ამერიკის 8 წლით მართვის საშუალებას მივცემთ, ის საბოლოოდ და ფუნდამენტურად გადააგვარებს ჩვენი ერის ბუნებას, თუ ვინ ვართ ჩვენ. და მე არ შემიძლია გვერდიდან ვუყურო ამას”, – ამბობს ჯო ბაიდენი. მისივე თქმით, ყველა ღირებულება, რის გამოც ამერიკა ამერიკაა, საფრთხის ქვეშაა.

ჯო ბაიდენი გამოეხმაურო ჩარლოტსვილში “თეთრი ნაციონალისტების” სიძულვილით მოტივირებულ გამოსვლებს და თქვა, რომ მათი მოწოდებები იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც ევროპაში ისმოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ბაიდენის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ სიძულვილით აღსავსე გამომსვლელებისა და მათი მოწინააღმდეგეების თანაბარ, ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებად წარმოჩენამ ამერიკას “შოკი მოჰგვარა”. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, წარმოუდგენელია ტოლობის ნიშანი დაისვას მოძალადეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი