ახალი ამბები

ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, დარჩება გაძლიერებული პოლიცია – გახარია

21 აპრილი, 2019 • 864
ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, დარჩება გაძლიერებული პოლიცია – გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანკისის ხეობას სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები დატოვებენ. ეს განცხადება გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ამასთან ერთად, შსს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად წესრიგსა და უსაფრთოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის,” – ამბობს შს მინისტრი.


პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

“როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, ჰესი იმ დროს აშენდება,” – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი