ახალი ამბები

გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი: სამხარაულმა ექსპერტიზაზე მეორედ გვითხრა უარი

18 აპრილი, 2019 • 916
გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი: სამხარაულმა ექსპერტიზაზე მეორედ გვითხრა უარი

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედამისის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უკვე მეორედ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. შენგელია ამას გამოძიებისთვის ხელის შეშლად აფასებს და ფიქრობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებულად მოქმედებს.

ბაჩანა შენგელიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე ორჯერ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე.

“პირველ შემთხვევაში მათ დაასაბუთეს, რომ თითქოს ექსპერტის მოუცლელობის გამო ვერ ტარდება ექსპერტიზა, ხოლო ხელმეორედ გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაქტის, რომ ია კერზაიას საქმის გაყალბებასა და გამოუძიებლობაში ჩართულია მთელი სისტემა, მთელი სამთავრობო მანქანა. გუშინდელო პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაყლბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.

გარდა ამისა, ბუნებრივია, ჩართულია განათლების სამინისტრო და პროკურატურა, რომლის მხრიდანაც არ იდგმება ეფექტიანი ნაბიჯები საქმის გამოძიებისკენ. 4 თვეზე მეტი გავიდა ამ საქმიდან და არცერთი თანამდებობის პირი, რომელიც არის სავარაუდო ეჭვმიტანილი კერზაიას საქმეში დანაშულის ჩადენაში, დროებითაც არ გადაყენებულა თანამდებობიდან. თანამდებობას ინარჩუნებს ამ დანაშაულის მთავარი მოქმედი პირი მიხეილ ბატიაშვილი” ,- თქვა შენგელიამ დღეს, 18 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი