“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ “ლიბერალური ფრთა ოჯახს ურტყამს”. ამის შესახებ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში 7 VS 1 განაცხადა.
კახაძის თმით, თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, თუმცა ბევრ რამეს თავისუფლება კრძალავს:
“ლიბერალური ფრთა. მე ლიბერალებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს, მე მათ გარკვეულწილად ვაძლევ შანსს, რომ შემოვიდნენ ჩემს ველზე და ბევრ რამეს ვღებულობ. თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად თავისუფლებაა, რაც შენ ბევრ რამეს გიკრძალავს. ყველგან არის ლიბერალური ფრთა.
მე ყველა ლიბერალს ვეუბნები, თქვენ ხართ კონსერვატორების შვილები. მე მაგალითს მოვიყვან, რომლის შემდეგაც ხშირად ყოფილა… ჩემი ახალგაზრდებისგან თანხმობა მიმიღია. წყალში თქვენ შეგიმჩნევიათ ტივტივა. ეს ტივტივა მოძრაობს, ტალღებს მიჰყვება და მოჰყვება, მაგრამ გარკვეულ ზონაში, და არის მანიშნებელი, რომ იმის იქით სახიფათო ზონაა – ტივტივაა მთავარი? თუ ის ძირში დამაგრებული არ არის და გადაჭერი, ტალღამ შეიძლება ეს ტივტივა 200 მეტრზე წაიღოს”, – თქვა კახაძემ 7 VS 1-ში.
გადაცემის წამყვანმა მაჟორიტარობის კანდიდატს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მის მიერ მოხმობილი მაგალითი იმას, რომ ლიბერალები, მისი აზრით, კონსერვატორებს უნდა დაემორჩილონ, რაზეც კახაძემ განაცხადა, რომ ლიბერალებმა კონსერვატორების აზრი უნდა გაითვალისწინონ.
ამავე თემაზე
არიან ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ უტევენ რელიგიას, ოჯახურ ფასეულობებს – კობახიძე