ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ იგი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს მას შემდეგ, რაც 2 იაგუარი დაესხა თავს.
ბავშვმა თავის ქალის დაზიანებები მიიღო, ასევე, ჰქონდა ბევრი ღია ჭრილობა. თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს როგორ კბენდა ორი იაგუარი ბავშვს კისერსა და ფეხებზე.
ზოოპარკის თანამშრომლებმა იაგუარების ყურადღების გაფანტვა და ბავშვის გადარჩენა ცეცხლის ჩამქრობი მოწყობილობის გამოყენებით შეძლეს. ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. შტატის მთავრობა არკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა 3 წლის ბავშვი ვოლიერში.