ახალი ამბები

ქუთაისში ქვეითად მოსიარულე სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

10 აპრილი, 2019 • 860
ქუთაისში ქვეითად მოსიარულე სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ე.წ. ზებრაზე გადადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 შსს-ს ცნობით, გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისსიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება იმ გარემოებას, მოზარდს ავტომობილი დაეჯახა თუ არა უშუალოდ “ზებრაზე”, როგორც სამართლადამცავი უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამას გამოძიება დაადგენს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი