ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში “ნოვოროსიას” პარლამენტის სპიკერს ელოდებიან

4 ოქტომბერი, 2014 •
ცხინვალში “ნოვოროსიას” პარლამენტის სპიკერს ელოდებიან

როგორც “რეს”-ი წერს, ვიზიტის დროს “ორმხრივი შეხვედრა შედგება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.”


ლეონიდ თიბილოვმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ დადგენილებას ხელი მიმდინარე წლის ივნისში მოაწერა.


უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. “


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი