რა ვალუტაში ინახავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დანაზოგს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას დაეთმო, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს ჰკითხა: თავად რა ვალუტაში ინახავდა დანაზოგს, როცა დედოლარიზაციაზე საუბრობრობდა.

გვენეტაძემ უპასუხა, რომ მას დანაზოგი და დანახარჯები ორივე ვალუტაში აქვს, თუმცა სესხი არ აქვს აღებული და, შესაბამისად, კურსის ცვლილების მიმართ მოწყვლადი არაა:

“მე ვმუშაობდი საკმაოდ დიდი ხნის გნამავლობაში საზღვარგარეთ და ჩემი შემოსავალიც იყო უცხოურ ვალუტაში. მე მაქვს ხარჯები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში, უფრო მეტი ამ დროისთვის  – უცხოურ ვალუტაში. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მე საერთოდ არ მაქვს სესხი. როდესაც მოწყვლადობაზეა საუბარი, ეს სესხებთანაა დაკავშირებული და ლარში ჩემი დანაზოგები წლიდან-წლამდე მატულობს”, – თქვა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის დეკლარაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.