ახალი ამბები

მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ენმ-ის წევრი ქრთამისთვის დავაკავეთ — შსს

28 მარტი, 2019 • 1041
მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ენმ-ის წევრი ქრთამისთვის დავაკავეთ — შსს

28 მარტს მარნეულში დააკავეს საკრებულოს თანამშრომელი, ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რაჰიმ ასკეროვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, იგი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მუხლი 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ვერსიით, გამოძიებით დადგინდა, რომ ასკეროვი მოქალაქეს, ინიციალებით შ.მ-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა.

“შ.მ-ს აღნიშნული თანხის ნახევარი — 1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი  მოგვიანებით უნდა გადაეცა”, – წერს შსს.

უწყების თანახმად, შ.მ. და ასკეროვი ერთმანეთს შეთანხმებისამებრ შეხვდნენ 7 მარტს, როდესაც მოქალაქემ მას 1500 ლარი გადასცა, მეორე ნახევარი კი  20 მარტს მისცა.

“სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – წერს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი