ახალი ამბები

მოქალაქე, რომელიც გადახტომით იმუქრებოდა, სახურავიდან უვნებლად ჩამოვიდა

27 მარტი, 2019 • 1397
მოქალაქე, რომელიც გადახტომით იმუქრებოდა, სახურავიდან უვნებლად ჩამოვიდა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციას სერიოზულ წნეხში ჰყავს .ამის გამო სახურავიდან გადახტომით იმუქრებოდა და ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას ითხოვდა. საბოლოოდ იგი სახურავიდან უვნებლად ჩამოვიდა. მისი თქმით, პოლიციისგან მიიღო პირობა, რომ “არავინ გადაეკიდება”.

მოქალაქეს, სახელად ლუკა ფეიქრიშვილს, ფეისბუქზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული. იმ შენობასთან, რომლის სახურავზეც იგი დგას, რამდენიმე წუთში პოლიცია მივიდა. სახურავზე ავიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. ფეიქრიშვილის განმარტებით, მას სამართალდამცველები უსამართლოდ აჯარიმებენ მანქანით მოძრაობის წესების დარღვევის საბაბით.

ფეიქრიშვილი 2018 წელსაც იმუქრებოდა შენობიდან გადახტომით, რის მიზეზადაც ასახელებდა “უსამართლო ქვეყანაში ცხოვრებას” და ამბობდა, რომ საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დააჯარიმა. შს მინისტრის მოადგილის, გიორგი საბანაძის მისვლის შემდეგ მან გადახტომა გადაიფიქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი