ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს – კობახიძე

25 მარტი, 2019 • 838
დარწმუნებული ვარ, კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს – კობახიძე

“ბატონ ლადოს [კახაძე] რაც შეეხება, მას წარდგენა არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტს გაამდიდრებს”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” მიერ მთაწმინდის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ლადო კახაძის კანდიდატურის დასახელება.

კობახიძის თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდის მიერ დღეს დასახელებული კანდიდატები დამაჯერებლად მოახერხებენ გამარჯვებას.

“ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფელი და რაიონები”, – განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშივლმა ადგილობრივი თვითმმართველობების შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა. ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ლადო კახაძე დაასახელა.

“ოცნებამ” მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” 5 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი