ავსტრალიის სანაპიროსთან ოკეანემ გიგანტური თევზი გამორიყა

ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე ოკეანემ გიგანტური თევზი გამორიყა. როგორც BBC წერს, თევზის სიგრძე 1.8 მეტრს აღწევს და ის მეთევზეთა ჯგუფმა იპოვა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თევზი სანფიშის სახეობას მიეკუთვნება (sunfish). მეთევზეების განცხადებით, რომლებმაც გიგანტური თევზის ეს იშვიათი სახეობა ოკეანიდან გამორიყული იპოვეს, ამ სახეობის თევზი პირველად იხილეს.

მათი თქმით, ოკეანის ბინადრის კანი ტყავივით მკვრივი იყო და ის მარტორქასაც შეადარეს.

როგორც BBC  წერს, მიუხედავად ასეთი დიდი მასშტაბისა, ამ სახეობის თევზებს შორის ავსტრალიაში ნაპოვნი ზომით საშუალოდ ითვლება.  ესქპერტების თქმით, ამ ჯიშის თევზები, შესაძლოა, სიგრძეში 4 მეტრამდე გაიზარდონ, მათმა წონამ კი 2.5 ტონა შეადგინოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.