ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მასწავლებელი და სკოლის სამი თანამშრომელი დაჭრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა თავდასხმის მოტივი უცნობია.
ოთხივე დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.