დღეს დილით თბილისში, პეკინის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” ლომბარდს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და მისი დაყაჩაღება სცადეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყეს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კოდექსის მიხედვით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთხელ გაისროლეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
- სქრინი ქავერის ფოტოზე: რუსთავი 2