შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ-ს  ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაშავებული N3 სამარშუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლია.