ახალი ამბები

“როგორც ჩანს, მარტივად გადაწყდა საკითხი” – კობახიძე წულუკიანის მთავრობაში დარჩენაზე

12 მარტი, 2019 • 971
“როგორც ჩანს, მარტივად გადაწყდა საკითხი” – კობახიძე წულუკიანის მთავრობაში დარჩენაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ზე, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას თქვა, რომ არ იცის, რა საკითხზე მიმდინარეობდა დისკუსია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პრემიერ მამუკა ბახტაძეს შორის, რის შედეგადაც წულუკიანი მთავრობაში დარჩა. მისივე თქმით, ამ ურთიერთობებში პარლამენტი იმ შემთხვევაში შეიძლება ჩართულიყო, თუ გამწვავდებოდა საკითხი.

“როგორც ჩანს, მარტივად გადაწყდა საკითხი და უფრო ფართო, პოლიტიკური გუნდის ფორმატში არ გახდა ამ საკითხის განხილვა საჭირო,” – თქვა ირაკლი კობახიძემ. ის ასევე არ დაეთანხმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, რომ წულუკიანის განცხადება თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ და შემდეგ პოსტზე დარჩენა, არის “ქართულ ოცნებაში” კრიზისის სიმპტომი.

თეა წულუკიანმა 11 მარტს განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დისკუსიის საგანს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ერთი საკითხი. წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თანამდებობიდან “გვერდზე გაიწევა”.

უკვე 12 მარტს კი იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ის მთავრობაში რჩება, თუმცა არ ისურვა საუბარი იმის შესახებ, თუ რას უკავშირდებოდა უთანხმოება გუნდში.

“დაელოდეთ კოსას” – წულუკიანის პასუხი კითხვაზე, რა იყო უთანხმოების მიზეზი

მასალების გადაბეჭდვის წესი