ნეტგაზეთი | ჩვენ უფლება არ გვაქვს შევხედოთ პოლიტიკურ ამინდს – ბატიაშვილი სკოლის ინსპექტირებებზე ჩვენ უფლება არ გვაქვს შევხედოთ პოლიტიკურ ამინდს – ბატიაშვილი სკოლის ინსპექტირებებზე – Netgazeti
RU | GE  

ჩვენ უფლება არ გვაქვს შევხედოთ პოლიტიკურ ამინდს – ბატიაშვილი სკოლის ინსპექტირებებზე

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სკოლების ინსპექტირების დროს სამინისტროს უფლება არ აქვს, გადაწყვეტილება პოლიტიკურ გარემოზე დაყრდნობით მიიღოს. ამით ბატიაშვილი ეხმაურება საია-ს განცხადებას, რომელიც დღეს, 11 მარტს გავრცელდა.

საია ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით სამინისტროში სულ 288 განცხადებაა შესული, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. აქედან 6 ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე.

“რამდენი განაცხადიც შემოდის შესაბამის დარღვევებზე – ჩვენც ვრეაგირებთ. ნებისმიერი ასეთი განაცხადის შემთხვევაში ჩვენ ხომ უფლება არ გვაქვს, შევხედოთ ან უამინდობას, ან პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ… თუ კითხვებს აჩენს [ ეს პროცესი] , ჩვენ თვითონ დავაყანეთ ინიციატივა, რომ საარჩევნო პერიოდში შეიძლება მოხსნილი იყოს”, – ამბობს ბატიაშვილი “იმედის” ეთერში.

ინიტიაცივა, რომლის შეასხებაც მინისტრი საუბრობს, პარლამენტში მან მართლაც გაახმიანა. 6 თებერვალს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ბატიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საარჩევნო პეროდში სასწავლებლების ინსპექტირებასა და აუდიტზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

მისივე თქმით, პირადად ის  მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგია, რადგან ყოველწლიურად არჩევნებია, მონიტორინგი კი საჭიროა, თუმცა ეს შეიძლება იყოს დაზღვევა მსგავსი შემთხვევებისგან.

სკოლებში ინსპექტირების მექანიზმის სავარაუდოდ საარჩევნოდ გამოყენება – საიას კვლევა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან