ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილია.

ამ ავტომანქანაში მსხდომი პოლიციელი დღეს ბათუმგორაზე ავტომანქანის რუპორიდან იგინებოდა
ამ ავტომანქანაში მსხდომი პოლიციელი დღეს ბათუმგორაზე ავტომანქანის რუპორიდან იგინებოდა

ის “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დღეს მუშაობდა, თუმცა ზუგდიდში იმყოფება. მისივე მტკიცებით, არ იცის ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). შალვა ჯანიყაშვილმა ასევე უარყო იმის შესახებ ინფორმაციაც, რომ დღეს ბათუმგორაზე იმყოფებოდა. 

 ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ბთუმში? – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინსტროს “ბათუმელებმა”ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,  უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ  ფაქტთან დაკავშრებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა  დაწყო. 

ფანდური პოლიციის ავტომანქანაში, საიდანაც პოლიციელი იგინებოდა
ფანდური პოლიციის ავტომანქანაში, საიდანაც პოლიციელი იგინებოდა

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *