ახლა ამ თემაზე არ ვილაპარაკებ – ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის შუამავლობაზე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, მართლაც ბადრი ჯაფარიძე იყო თუ არა შუამავალი შს მინისტრსა და მას შორის.

როგორც ხაზარაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ არ ექნება თანხმობა შუამავლისგან, მის ვინაობას ვერ დაასახელებს.

“კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახლა ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. თუ რამეს ვამბობ, ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. დაველოდოთ ექსპერტიზასა და მოვლენების განვითარებას”, – აღნიშნა ხაზარაძემ “რუსთავი 2”-ის ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო.

ხაზარაძე ელოდება, რომ ექსპერტიზა “ბევრ რაღაცას იტყვის”.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ადამიანი, ვინც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გადასცა შესაძლო მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, არის ბიზნესმენი, “თიბისის” თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე, “რუსთავი 2”-ის ცნობითვე, მინისტრი გახარიას მეზობელია.

ამავე თემაზე:

რუსთავი2: “მუქარის წერილი” გახარიასგან ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.