ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, “ტვ პირველთან” კავშირი არ აქვს

11 მარტი, 2019 • 756
ხაზარაძის თქმით, “ტვ პირველთან” კავშირი არ აქვს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის აზრით, ხელისუფლება ეჭვობს, რომ მას “ტვ პირველთან” რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის.

“როგორც კი წავიკითხე [მუქარის] წერილი, რომელიც მივიღე, იმავე საღამოს დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევნის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არც გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობენ, რომ “ტვ პირველთან” რაღაც კავშირი მაქვს”, – განაცხადა ხაზარაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

ხაზარაძე ამბობს, რომ “ტვ პირველთან” საერთოდ არანაირი კავშირი აქვს.

გამოძიებისთვის გადაცემულ წერილში (ასლი), რომელიც ხაზარაძის მტკიცებით შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, ტელეკომპანია “პირველი” და “არტარეაც” არის ნახსენები.

კერძოდ, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “პირველს” “იმედის” მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. როგორც ცნობილია, არჩევნების პერიოდში იმედი “საგანგებო რეჟიმზე” გადავიდა.

რა კავშირშია “თიბისი ბანკის” საქმე “ტვ პირველთან” და “არტარეასთან”, წაიკითხეთ აქ:

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი