ახალი ამბები

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს

10 მარტი, 2019 • 5410
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს. როგორც მოსარჩელე მხარის უფლებადამცველი იურიდიულ კომპანიაში აცხადებენ, დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელსი წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას” ეხება.

იურიდიულ კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ საქმეს მოსამართლეთა კოლეგია, სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს:

“დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი. მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა” – აცხადებენ იურიდიულ კომპანია “სამართლის გზა-ში”.

ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს 15:00 საათზე გაიმართება.

სარჩელს ფეისბუკზე ეხმაურება მოპასუხე მხარის ადვოკატი ლევან ჩხეიძე. ის საქმეს აბსურდულს უწოდებს და უკვირს, რომ მსგავსი საქმე სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

“ჩვენი მხარე აბსოლუტურად დარწმუნებულია მოცემული საქმის აბსურდულობაში და მეტიც, არ არსებობს არანაირი მატერიალური სამართლებრივი საფუძველი ამ სარჩელის დაკმაყოფილების”, – აცხადებს ჩხეიძე და მოსარჩელე მხარეს დავის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი