ახალი ამბები

გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

8 მარტი, 2019 • 861
გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

8 მარტს, დილის საათებში, გლდანის VI მიკრორაიონში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ.

თვითმხილველების თანახმად, ფილიალიდან გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

რუსთავი2-ის კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მანქანას უკანა საქარე მინა ჩამსხვრეული აქვს, სავარაუდოდ, სროლის შედეგად. ტელევიზიის ცნობითვე, ორმხრივი სროლის შედეგად რამდენიმე მაღაზიას ნატყვიარები ეტყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი