დეპუტატი მმართველი პარტიიდან ოთარ ჩრდილელი 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქალებს “ქალურ ბედნიერებას” უსურვებს.
“ძვირფას ქალბატონებს, გილოცავთ 8 მარტს! ფოლადისებურ ჯანმრთელობასთან, ულევ სიხარულთან და მარადიულ სიყვარულთან ერთად, გისურვებთ (ჩვენთვის ამოუხსნელ) ქალურ ბედნიერებას.
P.S. მამაკაცებს გვახსოვს, რომ ნამდვილ ქალბატონს ბევრი არაფერი უნდა…
P.P.S. გარდა იმისა, რომ ნამდვილ ქალბატონს-ყველაფერი (ერთად) უნდა”, – წერს ფეისბუკზე ოთარ ჩრდილელი.
რას გულისხმობენ კაცები და თავად ქალებიც, როცა ქალებს “ქალურ ბედნიერებას” უსურვებენ ხოლმე? უსაზღვრავენ თუ არა ამით ქალებს ცხოვრების ადგილსა და წესებს, რაც გამომდინარეობს სტერეოტიპებიდან? – წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია.