ნეტგაზეთი | შსს-მ ბაკურიანში ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა შსს-მ ბაკურიანში ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა – Netgazeti
RU | GE  

შსს-მ ბაკურიანში ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბაკურიანში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის ადამიანი დააკავეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-იდან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბაკურიანში “ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე” ბრალდებულმა 10 წლით უფროსი ძმა ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა.

შსს-ს ცნობითვე, 30 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com