ახალი ამბები

გვენეტაძემ მითხრა, იქნებ სასამართლოში მიჩივლოო – ხაზარაძე

4 მარტი, 2019 • 959
გვენეტაძემ მითხრა, იქნებ სასამართლოში მიჩივლოო – ხაზარაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის.

ხაზარაძის თქმით, როდესაც ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა, რა უნდოდათ “თიბისისგან”, მან პოლიტიკოსებისკენ გაიშვირა ხელი და ხაზარაძეს შესთავაზა, სასამართლოში ეჩივლა.

“მე არ მსმენია ეროვნული ბანკის და შს მინისტრის ტანდემის შესახებ, ვერ ვიტყვი ასე. უბრალოდ, ერთ-ერთ ჩემს საუბარში, როდესაც 10 000 ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მე მივედი და დავუსვი კითხვა: რა გინდათ, იქნებ პირდაპირ მითხრათ? იმიტომ, რომ მაშინ არ ვიცოდი, თუ ამდენი რამ ხდებოდა კულისებში. ხელი აწია და თქვა, რომ პოლიტიკოსები… მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მითხრა, რომ იქნებ მიჩივლოო სასამართლოში. ვიფიქრე, რომ ალბათ, კაცი გამოუვალ მდგომარებაშია და ჩვენ შევედით სასამართლოში. ეტყობა ეს 10 ათასი ლარი არ მოეწონა ვიღაცას და მილიონით დაგვაჯარიმეს”, – განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი