ახალი ამბები

თსუ-ში საგნების არჩევა ერთი კვირით გადაიდო, ფინალურები 26 ივლისამდე გაგრძელდება

4 მარტი, 2019 •
თსუ-ში საგნების არჩევა ერთი კვირით გადაიდო, ფინალურები 26 ივლისამდე გაგრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაცია ერთი კვირით გადაიდო: საგნების არჩევა 4 მარტის ნაცვლად 11 მარტს იწყება ყველა ფაკულტეტზე, იურიდიულის გარდა. იურიდიულ ფაკულტეტზე საგნების არჩევა 12 მარტს დაიწყება.

ამასთან, ფინალური გამოცდები 26 ივლისამდე გაგრძელდება, დამატებითი გამოცდები — 7 აგვისტოს. შარშან დამატებითი გამოცდები  27 ივლისს დასრულდა.

გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტები sms.tsu.ge-ს ბაზიდან გადაიყვანეს lms.tsu.ge-ს ბაზაზე, თუმცა სატესტო პერიოდში lms ხარვეზებით მუშაობდა.

[yellow_box]

სემესტრის ვადები (იურიდიული ფაკულტეტის გარდა): [/yellow_box]

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 4 თებერვალი – 17 მარტი;
  • აკადემიური რეგისტრაცია – 11-17 მარტი;
  • სააუდიტორიო მეცადინეობები – 18 მარტი – 29 ივნისი;
  • საგამოცდო პერიოდი – 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1 – 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
  • არდადეგები – 8 აგვისტო – 15 სექტემბერი.

სემესტრის ვადები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 4 თებერვალი – 17 მარტი;
  • აკადემიური რეგისტრაცია – 13–17 მარტი;
  • სააუდიტორიო მეცადინეობები –  18 მარტი – 29 ივნისი;
  • საგამოცდო პერიოდი – 1-26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
  • არდადეგები – 8 აგვისტო – 15 სექტემბერი.

[red_box]მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა:[/red_box]

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 4 თებერვალი – 17 მარტი;
  • აკადემიური რეგისტრაცია – 12–17 მარტი;
  • სააუდიტორიო მეცადინეობები –  18 მარტი – 29 ივნისი;
  • საგამოცდო პერიოდი – 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
  • არდადეგები – 8 აგვისტო – 15 სექტემბერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი