ნეტგაზეთი | ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოსაგზაო მოძრაობა 2 თვით აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოსაგზაო მოძრაობა 2 თვით აიკრძალება – Netgazeti
RU | GE  

ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოსაგზაო მოძრაობა 2 თვით აიკრძალება

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, 4 მარტიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ- კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული, ხოლო ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.