ახალი ამბებისამართალი

რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

28 თებერვალი, 2019 • 2209
რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1997 წელს დაბადებული მ.ა. და 1994 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს ლითონის მჭრელების საშუალებით ჭრიდნენ და იპარავდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა დ.ა-მ დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი