ახალი ამბები

თბილისში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად დაიღუპა

28 თებერვალი, 2019 • 1166
თბილისში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად დაიღუპა

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ქალი და კაცი დაიღუპნენ. მომხდარის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვაა.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, შეტყობინება “ყაზტრანსგაზში” ღამით შევიდა. კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, სახლში ღია წვის კამერის მქონე გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.

“ჩვენს წარმომადგენლებს დახვდათ გარდაცვლილი ორი ადამიანი…  არასწორად[ დამონტაჟებული ღია წვის კამერის მქონე გამათბობელი “ნიკალა”, რომელიც იყო ჩართულ მდგომარეობაში”, – უთხრა ტელეარხს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელმა გიორგი ლეფსვერიძემ.

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება უკვე დაიწყო 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნული გულისხმობს  ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი