ახალი ამბები

ნაცვლიშვილის თქმით, “სოცდეკებში” დაბრუნებაზე მაშინ იფიქრებს, როცა ისინი “ოცნებას” დატოვებენ

27 თებერვალი, 2019 •
ნაცვლიშვილის თქმით, “სოცდეკებში” დაბრუნებაზე მაშინ იფიქრებს, როცა ისინი “ოცნებას” დატოვებენ

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, სოციალ-დემოკრატიული პარტიაში მის დაბრუნებაზე ფიქრი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ისინი უმრავლესობას დატოვებენ. თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც კი, მას დამოუკიდებლად მუშაობა ურჩევნია.

“ჯერ ეს ფრაქცია და ეს ჯგუფი არ არის გამოსული [უმრავლესობიდან]. მე ინდივიდუალურად მივიღე გადაწყვეტილება, დამტეოვებინა უმრავლესობა. ჯერ არ არის უმრავლესობიდან ის ჯგუფი გამოსული, რომელსაც მე ადრე წარმოვადგენდი. რომ გამოვლენ, ამის შემდეგ შეიძლება ამაზე ვიფიქროთ. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, რომ მეტი დამოუკიდებლობა შევინარჩუნო ამ თვალსაზრისით და ამ ჭრილში განვიხილავ ჩემს მომავალს,” – ამბობს ნეტგაზეთთან ბექა ნაცვლიშვილი.

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და ფრაქცია 22 თებერვალს დატოვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის დატოვებას სოციალ-დემოკრატიული პარტიაც აპირებს. რაც შეეხება ფრაქციის ლიდერს, გია ჟორჟოლიანს, მისი თქმით, მას ბექა ნაცვლიშვილთან არავითარი იდეური და ღირებულებითი განსხვავებები არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი