ახალი ამბები

სტუდენტებისთვის 2020 წლის გრანტის განაწილების წესი ორ თვეში გახდება ცნობილი

27 თებერვალი, 2019 •
სტუდენტებისთვის 2020 წლის გრანტის განაწილების წესი ორ თვეში გახდება ცნობილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ სტუდენტებისთვის 2020 წლის სახელმწიფო გრანტის განაწილების წესი დაახლოებით ორ თვეში გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპზე დაფინანსების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც კი რაიმე ვარიანტი იქნება, ჩვენ მას საზოგადოებას გავაცნობთ. დაფინანსების საკითხი აბიტურიენტებისთვის დაახლოებით ორ თვეში გახდება ხნობილი,”-ამბობს გორგოძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი მაგისტრანტების მიმართ. სოფო გორგოძე აცხადებს, რომ 2020 წელს მაგისტრანტებს ზოგადი უნარების ჩაბარება ისევე მოუწევთ, როგორც წელს.

სტუდენტებისთვის სახელწიფო გრანტის განაწილების წესის საკითხი მას შემდეგ გახდა განხილვის თემა, რაც განათლების სამინისტრომ გამოცდების სისტემაში ცვილელებები დააანონსა. ცვლილებების მიხედვით, 2020 წლიდან  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი