ახალი ამბები

მამა გიორგი ვაზიარე, მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული – მღვდელმსახური ნიკოლოზი

16 თებერვალი, 2019 • 2869
მამა გიორგი ვაზიარე, მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული – მღვდელმსახური ნიკოლოზი

ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ღუდუშაურის კლინიკიდან, სადაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. დეკანოზი მამალაძე წუხელ გადაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკაში.

კლინიკიდან გამოსულმა მღვდელმსახურმა ნიკოლოზ გიგიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა:

„ვაზიარე მამა გიორგი. მოსული ვიყავი. როგორც ვიცით, ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. უნდა ჩამოვსულიყავი ორშაბათისთვის და მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“.

ქავერის ფოტო: ინგა მახარაძე

დეკანოზი მამალაძის წინასწარი დიაგნოზი მცირე ინსულტია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი