ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ აბრალავა. ინფორმაცია თავდაპირველად რ2-მა გაავრცელა.
როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ამ დროისთვის არ არის დაზუტებული, სულ რამდენი საქართველოს მოქალაქე დააკავეს ნორვეგიაში, თუმცა გრიგოლ აბრალავას დაკავებას ადასტურებენ. უწყების განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობასა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას მიღებისთანავე გვაცნობებენ.