ახალი ამბებისამართალი

პოლიციელის მიერ ქუჩაში მცხოვრები ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12 თებერვალი, 2019 •
პოლიციელის მიერ ქუჩაში მცხოვრები ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, 2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გარდა ამისა, როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი