ახალი ამბები

კვორუმის გამო ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვიციანის კანონპროექტს კენჭი ვერ უყარა

11 თებერვალი, 2019 • 990
კვორუმის გამო ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვიციანის კანონპროექტს კენჭი ვერ უყარა

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომელიც ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ითვალისწინებს ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – ამოღებას.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ზემოხსენებული ტერმინების ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მესამედ შევიდა. კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კენჭისყრა შემდეგ სხდომაზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი