ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომელიც ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ითვალისწინებს ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – ამოღებას.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ზემოხსენებული ტერმინების ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მესამედ შევიდა. კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კენჭისყრა შემდეგ სხდომაზე გაიმართება.